იაპონიის ხელისუფლებამ კრიპტო თაღლითობისთვის ოთხი პირი დააკავა

0
781

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი კაცი დააკავეს იაპონიის აიშის პრეფექტურაში, სავარაუდოდ, თაღლითური კრიპტოსაინვესტიციო სქემის წარმართვისთვის. სქემამ ინვესტორები დაარწმუნა, რომ მათ შეეძლოთ მოგების მოპოვება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

სავარაუდოდ, ქვეყნის მასშტაბით ამ სქემაში 20,000 იაპონელი ინვესტორი იქნა ჩაბმული, რამაც ჯამში 6 მილიარდი იენი ანუ 55 მილიონი დოლარი მოუტანა დამნაშავეებს. ოთხი ეჭვმიტანილი: შოჯი იშიდა, იუკიჰირო იამაშიტა, თაკუა ჰაშიიადა და მასამიჩი ტოშიმა 12 ივლისს დააკავეს.

თაღლითობის სქემის მიხედვით, რომელსაც “Oz Project”-ი უწოდეს, ინვესტორები დაარწმუნეს, რომ მოგება შესაძლებელი იქნებოდა 100%-ით ერთ კვირაში, რაც ხელოვნური ინტელექტის ნოვაციური შესაძლებლობებით გაამყარეს.

აღნიშნული სტრატეგია ითვალსიწინებდა სემინარების და გაცნობითი სახის შეხვედრების ჩატარებას, რომელზეც გუნდის ერთ-ერთი წვერი იყო პასუხსიმგებელი და დიდი ალბათობით მას ეხმარებოდნენ სხვა პირებიც.

ინვესტირება ხდებოდა კრიპტოვალუტაში და შესაბამისად პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს ქონების დამადასტურებელ კვალს, რაც დამატებით სამხილად იქნება საქმეში შეტანილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი