იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის კვლევას აგრძელებს

0
1287

იაპონიის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ის ციფრული ვალუტის გამოშვებას ამჟამად არ გეგმვას, მაგრამ ციფრული იენის პოტენციალის შესახებ კვლევას აგრძელებს.

იაპონიის ბანკმა კომპანიის მთავარი ეკონომისტი იმ გუნდის ხელმძღვანელად დანიშნა, რომელსაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კვლევის დაჩქარება ევალება.

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში იაპონიის ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ტესტირებას დაიწყებდა იმისთვის, რომ ვალუტის ტექნიკური გამართულობა შეემოწმებიდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბანკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის კონცეფცია ოფიციალურად დამტკიცებულია და ტექნიკური დეტალების შემუშავება მიმდინარეობს.

თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ციფრული იენის გამოშვების გრაფიკი.

ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სურს, რომ საკუთარი ციფრული ვალუტა გამოუშვას, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა იაპონია და ჩინეთი ამ საკითხზე ერთობლივ მუშაობას.

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო ბანკმა ციფრული ვალუტის ტესტირება უკვე დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი