იაპონიის მარეგულირებელი რეგულაციების გადასინჯვას აგრძელებს

0
560

კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე იაპონიის კრიპტო ინდუსტრია შედარებით სტაბილურად გამოიყურება.

ამ ეტაპზე მარეგულირებელი ორგანო კვლავ რეგულაციების გადასინჯვით არის დაკავებული. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსალოდნელია ცვლილებები. თუმცა რეგულაციების სრულყოფილად ამოქმედება როდის მოხერხდება ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ რეგულაციები რაც შეიძლება მალე, 2020 წლის პირველ ნახევარში უნდა ამოქმედდეს.

იაპონიის მარეგულირებელი ორგანოში ასევე მსჯელობა მიდის კრიპტო ვაჭრობის შესახებაც. ამ დრომდე მომხმარებლის უსაფრთხოება ბირჟებთან მიმართებით კვლავ პრიორიტეტულ მოთხოვნად რჩება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბრში იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ, ქვეყნის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემა კრიპტო სავაჭრო ოპერაციების დროს დამაკმაყოფილებლად არ გამოიყურებოდა.

ამიტომ სააგენტომ კონკრეტული მითითებები გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ მითითება არ იყო კანონი, მარეგულირებელი აპირებდა, რომ კრიპტო ვაჭრობა გარკვეული მიმართულებით მაინც შეეზღუდა.

ამავდროულად, კენჯი ფუჯიმაკი, რომელიც არის ფინანსური მომსახურების სააგენტოს საბჭოს ყოფილი წევრი აცხადებდა, რომ მარეგულირებელს ციფრული ვალუტის ინდუსტრიის განვითარება არ უნდა შეეფერხებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი