იაპონიის მარეგულირებელი არარეგისტრირებულ კრიპტო კომპანიებს რეგულაციას დაუწესებს

0
872

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო არარეგისტრირებული კრიპტოვალუტის კომპანიების რეგულირების საკითხს განიხილავს. ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა აუცილებელია, რადგან არარეგისტრირებული კომპანიების სტატუსი ამ დრომდე გაურკვეველია.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს კომპანიები არ ემორჩილებიან ქვეყნის ფინანსური მომსახურეობის სააგნეტოს წესებს, თუმცა მაინც ოპერირებენ. მათი საქმიანობა კი უკანონოდ არ მიიჩნევა.

მედია საშუალება “CT იაპონია” მიიჩნევს, რომ ამგვარი ფირმების ამჟამინდელი სტატუსის გადახედვის საჭიროება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დადგა.

ეს კი კონკრეტულ ფაქტთან იყო დაკავშირებული. ტოკიოს პოლიციამ ფინანსური პირამიდის შექმნის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავა. მათ გამოძიება თაღლითური გზით 68.4 მილიონი დოლარის მითვისებას ედავებოდა.

როგორც იაპონიური მედია იუწყება სქემა კრიპტოვალუტაში სოლიდური თანხების ინვესტიციებზე იყო აგებული. ამიტომ, ამგვარი ფაქტების განმეორების თავიდან ასაცილებლად ქვეყნის მარეგულირებელმა, იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ არარეგისტრირებული ციფრული ვალუტის კომპანიისთვის რეგულაციის დაწესება გადაწყვიტა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტო კრიპტოვალუტის ბირჟა Coincheck-ს ლიცენზიას სულ მალე გადასცემს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი