ივაშიტას გატო: ბიტკოინი გაცილებით მეტია, ვიდრე ვირტუალური ვალუტა

0
264

იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბიტკოინი ვირტუალური ვალუტის სტატუსით აღარ მოიხსენიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ფინანსური საბჭოს 41-ე გენერალური ასამბლეის და 29-ე ფინანსური განყოფილების პლენარულ სხდომაზე, კიოტოს უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო სკოლის პროფესორმა ივაშიტას გატომ, წევრებს მიმართა, რათა ეს აზრი საბჭოზე მიღებულ იქნას.

პროფესორის აზრით, ბიტკოინი თანხის გადარიცხვის ან ვაჭრობის საშუალებაზე გაცილებით მეტია.

“მე არ ვფიქრობ, რომ ბიტკოინს არ უნდა ჰქონდეს ვირტუალური ვალუტის სტატუსი”,- განაცხადა საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო სკოლის პროფესორმა ივაშიტას გატომ.

ივაშიტას გოტოს ამ კომენტარს სხვადასხვა შეფასება მოჰყვა. კომენტარებს შორის იყო ქვეყნის მარეგულირებლის მიერ შემოღებული ახალი ლიცენზიის სისტემაც.

ახალი სალიცენზიო სქემა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სქემა წინა მარეგულირებელ სისტემასთან შედარებით უსაფრთხოების მაღალი სტადანდარტებით გამოირჩევა.

ახალ სქემაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კრიპტოვალუტის ბირჟა Coincheck-ი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი