თურქეთის საფონდო ბირჟა Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
984

თურქეთის საფონდო ბირჟა Borsa-მ შეიმუშავა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კლიენტების მონაცემთა ბაზა.

ამის შესახებ ინფორმაციას Daily Sabah-ი ავრცელებს.

Borsa 2013 წელს დაარსდა, რომელიც არის სტამბოლის საფონდო ბირჟის, სტამბოლის “ოქროს ბირჟის” და თურქეთის “დერივატების ბირჟის” შერწყმის შედეგი.

Borsa-ს გასული წლის მონაცემების მიხედვით, ბირჟის კლიენტი 399 კომპანია იყო. ხოლო, საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 133 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ახალი პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია მომხმარებლის რეალურობის შემოწმების მიზნით შეძლებს ახალი კლიენტების დამატებას, რომელთა შესახებაც სრული ინფორმაცია ექნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში თურქეთში პირველი საუნივერსიტეტო დონის Blockchain-ის ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანია ქვეყანაში ამაღლდეს ცნობიერება Blockchain ტექნოლოგისთან დაკავშირებით და ასევე მოხდეს Blockchain-ის დანერგვა სხვადასხვა სფეროებში.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, თურქეთს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ ტექნოლოგიის განვითარებაში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი