ვენესუელის პარლამენტმა კრიპტოვალუტის რეგულაციის კანონპროექტი დაამტკიცა

0
492

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. უნდა აღინიშნოს, რომ კონონპროექტზე მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო.

კანონპროექტის მიხედვით, პეტრო, რომელიც არის ნავთობით გამყარებული ეროვნული კრიპტოვალუტა განისაზღვრა, როგორც კომერციული სავაჭრო ერთეული, რომლითაც საქონლის შეძენა ან სხვადასხვა მომსახურების მიღება არის შესაძლებელი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასამბლეამ ასევე შეიტანა ცვლილებები ფულის გათეთრების წინააღმდეგ დაკავშირებულ კანონში.

რეგულაციასთან დაკავშირებულ ოფიციალურ პრეს-რელიზში სპეციალური კომისიის ხელმძღვანელის, ანდრეს ელიო მენდესის განცხადებიდან არის ციტატა მოყვანილი. მისი თქმით, ახალი ღონისძიებები, პირველ რიგში, აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებულ ფინანსური და კომერციული ბლოკადის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაეხმაროს ვენესუელას. მენდესმა აღნიშნა, რომ პეტროს მეშვეობით შეიძლება სანქციების ეფექტურად თავიდან აცილება და ახალი საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების დამყარება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვენესუელა 2019 წლის ნავთობპროდუქტების საექსპორტო ანგარიშს სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტაში, პეტროში წარადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი