ვენესუელის მოქალაქეები პენსიას პეტროში აიღებენ

0
608

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ საშობაოდ პენსიორები პენსიას პეტროში აიღებენ. პეტროში ასაღებ პენსიაში საშობაო დანამატიც არის გათვალისწინებული.

ადგილობრივი გაზეთის, Venepress-ის ცნობით, ნიკოლას მადურომ აღნიშნული განცხადება 17 ნოემბერს გააკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვენესუელის პრეზიდენტი ქვეყნის ხანდაზმულ მოქალაქეებს პეტროს მოხმარებისკენ უბიძგებს.

გასული წლის დეკემბერში, ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა. პენსიორებმა საშობაო დანამატი პეტროთი აიღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლას მადურო ხშირად მიმართავს ქვეყნის მოქალაქეებს და პეტროს მოხმარებისკენ მოუწოდებს. მაგალითად, 2018 წლის შემოდგომაზე ვენესუელის პრეზიდენტმა დასაქმებულებს მოუწოდა, რომ თავიანთი შემოსავლები პეტროში გადაეტანათ.

სატელევიზიო ეთერში მადურომ განაცხადა, რომ უახლოეს კვირეებში დასაქმებულები ბონუსების მიღებას პეტროთი შეძლებდნენ. “მე მოვუწოდებ დასაქმებულებს, რომ თავიანთი ბონუსების ინვესტირება ოქროსა და პეტროში მოახდინონ, რათა ზოგადად ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად გაძლიერდეს”,-განაცხადა პრეზიდენტმა მადურომ.

მას შემდეგ, რაც პეტრო მიმოქცევაში ჩაეშვა ვენესუელაში და მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი