ვენესუელა რუსეთისგან ავტონაწილებს პეტროთი შეიძენს

0
1500

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის მთავრობა რუსეთისგან ავტონაწილების შეძენას ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტა პეტროთი აპირებს.

კარაკასში სამთავრობო შეხვედრაზე ორივე ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს პეტროთი ორმხრივი ტრანზაქციების გამოყენება. დღის წესრიგში ასევე დგას რუსეთის მხრიდან კრიპტოინვესტიციების საკითხიც.

ვენესუელამ რუსული სატვირთო ავტომობილის “კამაზის” შესაძენად გეგმები გაამჟღავნა. ოფიციალური კარაკასი ავტოტრანსპორტის შესაძენად პეტროს გამოყენებას აპირებს. ამის შესახებ წერს როგორც რუსული ისე, ვენესუელური მედია.

ვენესუელის საგარეო ვაჭრობის მინისტრის ხოსე ვილმა მორას განცხადებით, ეროვნული კრიპტოვალუტა გამოყენებული იქნება ავრომობილის ნაწილების, საბურავების, ბატარეებისა და ასევე, სათადარიგო ნაწილების შესაძენად.

ვენესუელასა და რუსეთს თავიანთი ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის 30% -ით გაზარდა სურს. მხარეებმა განიხილეს სხვა სტრატეგიული პროექტები, მათ შორის ენერგეტიკის კომპანიების Rosneft-ისა და Petroleos de Venezuela-ს ალიანსი.

როგორც ჩანს, რუსეთი და ვენესუელა დასავლური სანქციების ფონზე ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკელი მოქალაქეების მიერ ვენესუელის კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესახებ.

მედიის ინფორმაციით, რუსეთი შეიძლება ჩართული იყოს პეტროს განვითარების საკითხებშიც. თუმცა, ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი