ესტონეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის კვლევას იწყებს

0
711

ესტონეთის ცენტრალურმა ბანკმა კვლევითი პროგრამა დაიწყო, რომელიც ციფრული ვალუტის ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხს შეისწავლის.

განცხადების თანახმად, კვლევითი პროექტისთვის ბანკს პარტნიორობას ტექნოლოგიური კომპანიები SW7 Group-ი და Guardtime-ი უწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთი ელექტრონული მმართველობის სერვისებისთვის უკვე იყენებს KSI Blockchain ტექნოლოგიას. ბანკის პროექტი ასევე შეისწავლის გადახდის ახალ გადაწყვეტილებებს, რაც შესაძლებელია ელექტრონული პირადობის მოწმობების და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის სხვა გადაწყვეტილებების გამოყენებით.

პროექტი შედგება რამდენიმე ფაზისაგან და გაგრძელდება დაახლოებით ორი წელი. პირველ ეტაპზე შეისწავლება, თუ როგორ უნდა შეიქმნას მასშტაბური, პრაქტიკული და უსაფრთხო პლატფორმა, რომელიც აკმაყოფილებს ციფრული სახსრების მოთხოვნებს. ამავე დროს, პლატფორმის მომხმარებლებს დასჭირდებათ სიჩქარის, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გარანტია.

”ესტონეთის ცენტრალური ბანკი ყურადღებით აკვირდება ევროზონის ცენტრალური ბანკების პროექტებს. წლების განმავლობაში ესტონეთმა შექმნა უნიკალური ნოუ-ჰაუ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ უსაფრთხო და ეფექტური ელექტრონული მმართველობა.

ესტონეთის გამოცდილების უნიკალური სიმდიდრე კარგ სტიმულს აძლევს ტექნოლოგიური კომპანიებს, რათა ერთად წამოიწყონ პროექტი”,- განაცხადა ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რეინერ ოლტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი