ენტონი პომპილიანო: საბოლოოდ, ყველა ბიტკოინს აირჩევს

0
532

ენტონი პომპლიანოს აზრით, სამომავლოდ კონკურენცია ციფრულ და არაციფრულ ვალუტებს შორის კი არ იქნება, არამედ მონეტარულ პოლიტიკას შორის.

ამის შესახებ ანალიტკოსმა CNBC–თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ენტონი პომპილიანოს აზრით, საბოლოოდ, ადამიანები ბიტკოინს აირჩევენ, რადგან ეს არის ვალუტა, რომელსაც მთავრობები ვერ აკონტროლებენ.

მან ჩინეთის ცენტრალური ბანკის ნაბიჯი პოზიტიურად შეაფასა. პომპილიანო აშშ-ს მთავრობას იმავეს გაკეთას ურჩევს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, საბოლოო ჯამში, ყველა თანხა ციფრული იქნება.

ამასთანავე, თუ ციფრული იუანი ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ ციფრული დოლარი არ აიარსებებს ეს საფრთხეს შეუქმნის დოლარის პოზიციას. დოლარი კი გლობალური სარეზერვო ვალუტა არის.

ცოტა ხნის წინ, ენტონი პომპილიანომ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 2021 წელს 100.000 დოლარს მიაღწევს.

BloxLive.tv-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს დიდი როლი აქვთ ფასების ზრდის ტენდენციის პროცესში.

“გასული წლის აგვისტოში ვფიქრობდი, რომ ბიტკონის ფასი 3000 დოლარამდე გაიზრდებოდა. თუმცა ეს იყო მანამ სანამ, კურსი 10.000 დოლარაზე დაფიქსირდებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული 100.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა Morgan Creek Digital Assets-ის თანადამფუძნებელმა, ენტონი პომპილიანომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი