სალვადორის დედაქალაქში კრიპტოვალუტის წინააღმდეგ გამოსვლები მიმდინარეობს

0
654

სალვადორის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოდიან, რათა ბიტკოინის შესახებ მიღებული კანონი გააპროტესტონ.

El Mundo, ადგილობრივი მედია საშუალება “ტვიტერზე” აქვეყნებს იმ ბანერებს, “არა ბიტკოინს!”, რომლებსაც მომიტინგეები პროტესტის დროს იყენებენ.

საკანონმდებლო ასამბლეის წევრებმა, ანაბელ ბელოზომ და დინა არგუეტამ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს მას შემდეგ, რაც პირველად შეხვდნენ ჯგუფს, რომელიც გამოყოფილი იყო მავთულხლართებით.

საპროტესტო აქციისთვის ხელმისაწვდომი წერილით, სახალხო წინააღმდეგობისა და აჯანყების ბლოკის ჯგუფი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა, ნაიბი ბუკელემ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანის საგადასახადო სისტემაში კრიპტოვალუტას იურიდიულ ძალას ანიჭებს. ეს კი ხდება საზოგადოებასთან სათანადო კონსულტაციის გარეშე.

მათ ბიტკოინის არასტაბილურობა ლატარიას შეადარეს და განაცხადეს, რომ ლატარიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი მაინცაა, ხოლო კრიპტოვალუტას უკვე მთავრობის მიერ მინიჭებული იურიდიული ძალა გააჩნია.

ჯგუფის მთავარი პროტესტი კი ეხებოდა იმას, რომ მიღებული კანონით მხოლოდ ერთეული პირები ისარგებლებენ და ის საზოგადო არ არის.

მომიტინგეების თქმით, ბიტკოინი მხოლოდ ზოგიერთ მსხვილ ბიზნესმენს, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებულ პირებს ემსახურება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი