ელონ მასკი: ბიტკოინის სტრუქტურა ბრწყინვალეა

0
1131

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ ბიტკოინს ბრწყინვალე სტრუქტურა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ტრადიციული ვალუტა.

კითხვაზე თუ რას იტყოდა იგი ბიტკოინის შესახებ ელონ მასკმა უპასუხა, რომ ის ბრწყინვალეა, თუმცა იქვე დაამატა, რომ კრიპტოვალუტა თავისი ხასიათით ძალიან “აქტიურია”. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის აქტიურობაში ელონ მასკმა ციფრული ვალუტების არასტაბილური ბაზარი იგულისხმა.

მიუხედავად მისი ციფრული ვალუტის მიმართ ასეთი პოზიტიური დამოკიდებულებისა, მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Tesla-ს რესურსებს კრიპტოვალუტაში ფინანსების დაბანდებისთვის არ გამოიყენებს.

საუბრის დასასრულს კი ელონ მასკმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტას აქვს იმისი პოტენციელი, რომ ე.წ. სავალუტო კონტროლი გადალახოს და ტრადიციულ ვალუტაზე უკეთესი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში ელონ მასკმა Twitter-ზე დაპოსტა, რომ მას მხოლოდ 0.25 ბიტკოინი ჰქონდა. ამავე პოსტში მასკი წერდა, რომ აღნიშნული ბიტკოინი მას მეგობარმა დიდი ხნის წინ აჩუქა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი