ეთიოპიის მთავრობამ კარდანოსთან ხელშეკრულება გააფორმა

    ეთიოპიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს კრიპტოვალუტის სტარტაპ კარდანოსთან. შეთანხმების მიზანია ქვეყნის აგროტექნიკურ ინდუსტრიაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა.

    კარდანოს დამფუძნებელმა ჩარლზ ჰოსკინსონმა აღნიშნული ხელშეკრეულების შესახებ Twitter-ზე დაპოსტა. ჰოსკინსონმა განაცხადა, რომ ეთიოპიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსთან შეთანხმება მოიცავს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებისთვის ადგილობრივი დეველოპერების მომზადებას.

    კარდანოს მშობელი კომპანიის IOHK-ის აფრიკის ოპერაციების დირექტორმა ჯონ ო’კონორმა განაცხადა, რომ ეთიოპიის დეველოპერები 2018 წლის ბოლოს კარდანოს Blockchain-ზე დაფუძნებულ აგროტექნიკური პლატფორმის გამოყენებას დაიწყებენ.

    ამ ეტაპზე პროექტის დაწყების თარიღი არ გამოცხადებულა.

    შეგახსენებეთ, რომ კარდანო 2017 წლის სექტემბრის ბოლოს შეიქმნა. ამ ეტაპზე, coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კარდანო კრიპტოვალუტების ათეულში მე-6 ადგილს იკავებს. კარდანოს ღირებულება 0.37 დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 9.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *