ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი ციფრული ვალუტის სარგებელზე საუბრობს

0
1165

ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრული ვალუტის სარგებელზე ისაუბრა.

ლიეტუვას ცენტალური ბანკის თავმჯდომარემ და ევროსაბჭოს მმართველი საბჭოს წევრმა, ვიტას ვასილიაუსკასმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა მომგებიანი უნდა იყოს მომხმარებლისთვის.

ლიეტუვას წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას გადახდის ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, ვიტას ვასილიაუსკასის განცხადებით, ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის ისე, ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის.

გუშინ ასევე გამოქვეყნდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ციფრულ ვალუტასთან მიმართებაში საჭიროა საფინანსო ინსტიტუტებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ლიეტუვას ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტებისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO)-ს შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

დოკუმენტის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ბანკი კვლავ იმავე პოზიციას ინარჩუნებს, რა პოზიციაც 2017 წელს ჰქონდა. ეს კი ნიშნავს, რომ ლიეტუვაში ციფრული ვალუტით გადახდის სერვისი კვლავ განუხორციელებელი რჩება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი