ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი: პანდემიამ ციფრული ვალუტის მიღება დააჩქარა

0
733

ევროკავშირის მაცხოვრებლები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ისინი გადასახადებს უკონტაქტოდ, ანუ ციფრულად იხდიან.

განსაკუთრებით პანდემიის და იზოლაციის პირობებში ეს უკანასკნელი ბევრად მისაღები გახდა. შესაბამისად ციფრულად გადასახადების გადახდის ტენდენციაც სწრაფად მიიწევს პოპულარობის პიკში, რასაც ადასტურებს ევრობანკის პრეზიდენტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროზონის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები აპირებენ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ დასკვნა, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას შეეხება.

”პანდემია კატალიზატორის როლს ასრულებს და აჩქარებს ციფრულ ვალუტაზე გადასვლას. მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა იმედოვნებს, რომ გააგრძელებს ციფრული სერვისების გამოყენებას ისე ხშირად, როგორც ახლა ან კიდევ უფრო ხშირად”,- განაცხადა ქრისტინ ლაგარდმა.

აღსანიშნავია რომ, ქრისტინ ლაგარდი მხარს უჭერს ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ციფრული ვალუტის შესახებ.

შეგახსენებთ რომ, ერთი წლის წინ მედიასთან საუბრის დროს ქრისტინ ლეგარდმა აღნიშნა: “ევროსისტემას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ციფრული ევროს შემოღების შესახებ, მაგრამ, ისევე როგორც მრავალი სხვა ცენტრალური ბანკი მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვსწავლობთ მის სარგებელს, რისკებსა და ოპერაციულ გამოწვევებს.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი