ევროკავშირს მეტი გამჭვირვალობისათვის ახალი რეგულაცია შემოაქვს

0
940

ევროკავშირის მეხუთე დირექტივა, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება ძალაში 9 ივლისს შევიდა. დირექტივის ფარგლებში ევროპის საფინანსო ორგანიზაციებისათვის ციფრული ვალუტის რეგულირებისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი ზომები მიიღეს.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ახალი წესები ამოქმედდა უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც ციფრული ვალუტის პლატფორმების გამოყენება ტერორიზმის ან ფულის გათეთრების მიზნით ხდება.

“ფულის გათეთრების შესახებ მე-5 დირქტივა ასევე ზრდის თანამშრომლობას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოქმედებებზე და ახორციელებს ზედამხედველობას, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკზეც”,-ნათქვამია პრეს-რელიზში.

მარეგულირებლის მიერ ციფრული ვალუტის ეფექტურად მონიტორინგის მიზნით, კომისია აცხადებს, რომ მარეგულირებელმა უნდა შეძლოს ამა თუ იმ, ვალუტის მფლობელებთან დაკავშირება და თვითშეტყობინების მექანიზმის ამუშავება:

“ანონიმურობის რისკთან ბრძოლის ეროვნული საფინანსო დაზვერვის ჯგუფებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის მიღება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ციფრული ვალუტის მისამართები მფლობელთან დააკავშირონ და გაიგონ მისი ვინაობა”.

ახალი დირექტივის თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ახლა 18 თვე აქვთ საკუთარი კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად. 27 ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანება ამ დირექტივის მიღებას აპრილის თვეში დაეთანხმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი