ევროკავშირი ახალი მარეგულირებელი სისტემის მისაღებად ემზადება

0
1188

ევროკავშირი ციფრული ვალუტის ახალი მარეგულირებელი წესების მისაღებად ემზადება. ახალი სისტემა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას უკავშირდება.

კრიმინალურ საქმიანობაში არსებული ტენდენციების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კრიპტოვალუტის ბირჟები არ რეგულირდება კრიმინალური ფაქტები მრავალდაა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც მარეგულირებელი სისტემა მოქმედებს.

შედარებისთვის ასევე გამოდგება აშშ-ს მაგალითიც. დადგინდა, რომ აშშ-ში უკანონო საქმიანობის ფაქტები ევროპასთან შედარებით მცირეა.

ციფრული ვალუტის ბირჟის საქმიანობის ბოროტად გამოყენების კონკრეტული მაგალითია BTC-ია, აღმოსავლეთ ევროპის ბირჟა, რომელიც ფულის გათეთრებასთან იყო დაკავშირებული. დამნაშავეებმა ისარგებლეს იმით, რომ რეგიონს პრაქტიკულად არ ჰქონდა წესები მსგავსი ქმედებებისგან თავის დასაცავად.

Kraken-ი, აშშ-ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში მომავალი ცვლილებებისთვის ემზადება.

ბირჟის სპიკერის თქმით, კომპანია ყურადღებით აკვირდება მარეგულირებელი სისტემის ცვლილებას და მუშაობს იმისთვის, რომ ევროკავშირის მასშტაბით მომსახურეობა განავითაროს.

“კრიპტოვალუტის ბირჟებზე ვაჭრობის დროს კლიენტმა უნდა იცოდეს, რომ ის საფრთხისგან არის დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მარეგულირებელი წესების ამოქმედების შემდეგ ბირჟებს მეტი ხარჯი ექნებათ საბოლოოდ რეგულაცია მთლიან ინდუსტრიაზე დადებითად აისახება”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი