ინგლისის ბანკმა Libra-სთვის წესები შეიმუშავა

0
509

გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურმა ბანკმა Facebook-ის კრიპტოვალუტისთვის კონკრეტული წესები შეიმუშავა.

ინგლისის ბანკმა ფინანსური პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც გადახდების სექტორში ინოვაციურ ტექნოლოგიის დანერგვაზეა საუბარი.

ახალი გადახდის სისტემების ამოქმედება მას შემდეგ დაიწყება, რაც Libra ოფიციალურად გამოვა. კრიპტოვალუტამ უნდა დააკმაყოფილოს ინგლისის ბანკის მიერ შეთავაზებული სტანდარტები.

მოცემული სტადანდარტები ძირითადად უსაფრთხოების საკითხთან არის დაკავშირებული.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook–ის წარმომადგენლობამ ბრიტანეთის მთავრობასთან მოლაპარაკება დაიწყო.

ამ ეტაპზე ისიც ცნობილია, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტის სამუშაო ჯგუფი ქვეყნის მარეგულირებელს სამჯერ შეხვდა მანამდე, სანამ Libra-ს შესახებ ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი.

”როიტერის” ცნობით, ამ გაზაფხულზე უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროსთან, ქვეყნის მარეგულირებელთან და ინგლისის ბანკთან.

როგორც ცნობილია, შეხვედრებზე განიხილებოდა Libra-ს მომავალი. საუბარი ასევე შეეხებოდა ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერასაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი