დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი: ციფრული ვალუტა არ არის ღირებულება

0
1592

გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკის დირექტორის მოადგილემ დეივ რამსდენმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის აქტივები ძალიან მერყევი ბუნებისაა. ეს ფაქტორი კი ხელს უშლის, რომ მას ეკონომიკური ღირებულების სტატუსი მიენიჭოს.

დეივ რამსდენმა ეს განცხადება CNBC-თან გააკეთა.

დიდი ბრიტანეთის ცენტრალურის ბანკის დირექტორის მოადგილემა ისიც აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ფინანსური პოლიტიკის კომიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრიპტოვალუტის კურსის მერყეობის გამო ციფრული ვალუტა ვერ გახდებოდა ღირებულება.

დეივ რამსდენმა CNBC-სთან ისიც განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა უშუალოდ ვალუტის განმარტებას არ აკმაყოფილებს. თუმცა იმის გამო, რომ ციფრული ვალუტის წილი ბაზარზე შედარებით მცირეა ეს ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში ქვეყნის მარეგულირებელთან ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრები იმართებოდა.

საქმე ეხებოდა დოკუმენტის მიღებას, რომელშიც განმარტებული იყო, რომ კრიპტო აქტივი შეიძლება განიხილოს, როგორც სპეციფიკური ინვესტიცია, ფინანსური ინსტრუმენტი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. სამივე შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას სხვადასხვა უწყება ითავსებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი