დანიის მარეგულირებელი მომხმარებლებისგან ინფორმაციას გამოითხოვს

0
723

დანიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის მომხმარებლები ქვეყნის მარეგულირებლისგან წერილებს იღებენ. წერილებში ნათქვამია, რომ მარეგულირებელი მომხმარებლებისგან ყველა გარიგების შესახებ სრულ ინფორმაცის ითხოვს.

მარეგულირებელი კრიპტო მომხმარებლებს სთხოვს, რომ მოწოდებული ინფორმაცია 2016-დან 2018 წლამდე მონაცემებს შეიცავდეს.

გარდა ამისა, საგადასახადო სააგენტომ მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც ციფრული ვალუტის შეძენის მიზანს ეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი, დანიის საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ქვეყნის საგადასახადო საბჭოს მიერ მოიპოვოს ინფორმაცია კრიპტოვალუტის ყველა ტრანზაქციის შესახებ.

ცოტა ხნის წინ საგადასახადო ორგანომ სამი ციფრული ვალუტის ბირჟიდან მონაცემები გამოითხოვა. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია გამოყენებული იქნებოდა იმის საჩვენებლად, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც კრიპტოვალუტით ვაჭრობს გადასახადებსაც დროულად იხდიდა და არ არსებობდა არანაირი სახის გადაცდომა.

თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეციფიკური ტრანზაქციების გამოყოფა ცალკე მოხდა, რომლებიც ანალიტიკოსების მიერ დამუშავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი