გიბრალტარი გლობალური Blockchain ბიზნეს საბჭოს წევრია

0
1006

გიბრალტარის მთავრობამ Global Blockchain ბიზნეს საბჭოს დამკვირვებელ წევრად ოფიციალურად დანიშვნის შესახებ განაცხადა.

50-ზე მეტი ქვეყნის Blockchain ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად გიბრალტარის წარმომადგენლებიც იმუშავებენ.

განცხადების თანახმად, გიბრალტარი კონსულტაციებს გამართავს ისეთ თემებზე, როგორიცაა რეგულირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

Global Blockchain ბიზნეს საბჭო დავოსში 2017 წელს დაფუძნდა. საბჭოს მიდგომა ფინანსური საკითხების მიმართ ასეთია -“განათლება, ადვოკატირება და პარტნიორობა”, რათა გაძლიერდეს Blockchain-ის მიღება ქვეყნებში.

გიბრალტარის ციფრული და ფინანსური მომსახურების მინისტრმა, ჰონდ ალბერტ იზოლამ აღნიშნა, რომ საბჭოს საწარმოების, მარეგულირებლის ჩართვა და განათლების პრიორიტეტულობა მთლიანად ემთხვევა მთავრობის ხედვას, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიის სამომავლო მიღებას.

2018 წლის იანვარში ქვეყანამ შემოიღო კანონმდებლობა განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის, DLT-ს შესახებ.

ამ წლის დასაწყისში გიბრალტარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად ქვეყანა INATBA-ს, Blockchain-თან დაკავშირებულ კიდევ ერთ ჯგუფს, შეუერთდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი