გერმანიის მარეგულირებელი Libra-სთვის რეგულაციას მოითხოვს

0
762

გერმანიის ფედერალური საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტისთვის მარეგულირებელი წესები უნდა შეიქმნას.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ ფელიქს ჰაფელდმა განაცხადა, რომ სასწრაფოდ გადასაწყვეტია Libra-ს საკითხი. ფელიქს ჰაფელდის აზრით, თუკი ეს საკითხი დროულად არ გადაწყდება შესაძლოა, მომხმარებლებს გარკვეული სახის პრობლემები შეექმნათ.

ფედერალური საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ისაუბრა შესაძლო მარეგულირებელი ღონისძიებების შესახებაც. თუმცა მან ასევე აღინიშნა საერთაშორისო მარეგულირებელი სისტემის საჭიროებაც.

“ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ სათანადო რეაგირება, მე იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ როგორც ევროპის მასშტაბით, ისე გლობალურ დონეზე”,- განაცხადა გერმანიის ფედერალური საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მსგავსად საფრანგეთიც Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის რეგულაციას განიხილვას. საფრანგეთში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც Facebook-ის ციფრული ვალუტის რეგულაციაზე მსჯელობს.

“ჩვენ გვსურს ინოვაცია და რეგულაცია გავაერთიანოთ. ეს არის ყველას ინტერესი”,- რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ფრანსუა ვილერიო დე გალაუმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი