გერმანიის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ერთ-ერთ კომპანიას აფრთხილებს

0
475

გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ კრიპტოვალუტის ერთ-ერთი კომპანიის მიმართ გაფრთხილება გამოსცა.

გაფრთხილება Platin Genesis DCC-ის არაავტორიზაციას ეხება.

გაფრთხილებაში მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის სოციალურ რეკლმაში გაცხადებული იყო, რომ Platinum Coin Crypto Fund-ი არის ლიცენზირებული ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს მიერ.

მარეგულირებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და კომპანიას ავტორიზაცია არ გაუვლია. შესაბამისად, კომპანია არ არის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს მეთვალყურეობის ქვეშ.

ამასთანავე, კომპანიის Platincoin-ი CoinMarketCap-ის სიაშია და ციფრული ვალუტის ღირებულება 4.48 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის მიმართ დადებითად არის განწყობილი. ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, ტრადიციული ვალუტა შეცვალოს.

მიუხედავად ამისა, გერმანიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა, რათა კრიპტოვალუტამ შეასრულოს თავისი ფუნქცია.

მიუხედავად ამისა, ოლაფ შოლცი ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის წინააღმდეგია. მისი აზრით, ამ ეტაპზე ვალუტის გამოშვება სარისკოა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი