გერმანიის ფინანსთა მინისტრის აზრით, კრიპტოვალუტამ შესაძლოა, ტრადიციული ვალუტა ჩაანაცვლოს

0
2054

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი ეჭვობს, რომ კრიპტოვალუტამ შესაძლოა, ტრადიციული ვალუტა შეცვალოს.

ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

“დღეს ეჭვის თვალით ვუყრებ იმას, თუ რა სახის უნდა იყოს სამომავლოდ ვალუტის მოდელი”,- აცხადებს შოლცი. შოლცი ასევე აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა თავისი არსით ჰგავს მე-17 საუკუნეში ჰოლანდიაში გავრცელებულ ტიტების მანიას.

მიუხედავად ამისა, გერმანიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა, რათა კრიპტოვალუტამ შეასრულოს თავისი ფუნქცია. თუმცა, იქვე დასძენს, რომ მომდევნო 20-30 წელიწადზე საუბარი უძნელდება.

ოლაფ შოლცის აზრით, კრიპტოვალუტა მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს მარეგულირებლის მოთხოვნებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ციფრული ვალუტა შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ტერორისტული დაფინანსებისთვის, ფულის გათეთრებისა ან სხვა დანაშაულებრივი საქმიანობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ივლისში გერმანიის ფინანსთა მინისტრი ამბობდა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა რისკის შემცველი იყო. ამასთანავე, ოლაფ შოლცი აცხადებდა, რომ გერმანიასა და ევროზონაში ჯერჯერობით არ არსებობდა დამაჯერებელი მიზეზები ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი