გერმანიის ფინანსთა მინისტრი ციფრული ვალუტის ინდუსტრიის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი

0
1906

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კვლავ სკეპტიკურად უყურებს კრიპტოვალუტის საკითხს.

ოლაფ შოლცი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტა ფულის გათეთრების უკანონო საქმიანობაში მარტივი გამოსაყენებელია. თუმცა ფულის გათეთრების გარდა, არსებობს ტერორიზმის დაფინანსების საფრთხეც.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ბოლო დროს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც უკანონო საქმიანობის დაფინანსებაში კრიპტო აქტივების გამოყენება დაბალია.

ფულის გათეთრების გარდა, ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს ტერორიზმის საფრთხეს. ამ საკითხს, რაც შეეხება მონაცემები ციფრული ვალუტის ინდუსტრიის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.

ჩატარებული კვლების თანახმად, არსებობს მტკიცებულებათა დიდი რაოდენობა, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებაში კრიპტოვალუტა ხშირად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი Facebook–ის Libra-ს გამოშვებას არ ეთანხმება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შემოდგომის შეხვედრაზე, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ყველა სახის stablecoin-ს შეუძლია ეკონომიკას საფრთხე შეუქმნას.

“ყურადღებით დავაკვირდებით ვითარებას, ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით. მე არ ვარ ასეთი მსოფლიო ვალუტის შექმნის მომხრე. მიმაჩნია, რომ ვალუტის შექმნა დემოკრატიული სახელმწიფოების პასუხისმგებლობა არის”,- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი