გერმანია Libra-ს განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას არ გეგმავს

0
629

გერმანიის მთავრობა Facebook–ის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტის წინააღმდეგ გამოდის. საფრანგეთის მსგავსად, არც გერმანია გეგმვას Libra-ს მიღებას.

როგორც ადგილობრივი ყოველკვირეული ახალი ამბების გამოცემა Spiegel-ი იტყობინება, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, თომას ჰეილმანი, რომელიც პასუხისმგებელია ბავარიაში Blockchain პოლიტიკაზე უარს ამბობს Libra-ს ადაპტაციაზე.

მედიასთან საუბრის დროს თომას ჰეილმანმა აღნიშნა, რომ კოალიცია არ დაუშვებს Libra-ს ბაზარზე შემოსვლას.

”ამ დრომდე, ეკონომიკურის სფეროს წარმომადგენლებმა დიდი სამუშაო გასწიეს კრიზისებისა და ინფლაციის წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც ციფრული ვალუტის პროვაიდერი ბაზარზე დომინირებას დაიწყებს სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის რთული ვითარება შეიქმნება”,- განაცხადა თომას ჰეილმანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, გერმანიის მოქალაქეთა 71% სკეპტიკურად უყურებდა Facebook-ის კრიპტოვალუტას.

გამოკითხული გერმანელების 17% ამბობდა, რომ Libra-ს სტაბილურობაში არ იყო დარწმუნებული.

უფრო მეტიც, გამოკითხულთა 52% აცხადებდა, რომ Facebook-ის გავლენა საზოგადოებაში დღეს უკვე პრობლემატურია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ი არის არაპოპულარული კომპანია გერმანიაში.

გამოკითხულთა მხოლოდ 15%-ს არ ჰქონდა Libra-ს შესახებ პასუხი. 7% კი ფიქრობდა, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა პრობლემებს არ შექმნიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი