ნამიბიაში ველური ბუნების დამცველმა ბიტკონ Cash-ის ფონდი დაარსა

0
1507

ნამიბიაში, აფრიკული ველური ძაღლის პოპულაცია გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

ნაჯა ლერუქსმა, ნამიბიურმა ველურის ბუნების დაცვის ორგანიზაციის წევრმა გადაწყვიტა, რომ პოპულაციის გადასარჩენად ბიტკოინ Cash-ით მიიღოს დონაცია.

ერთი კვირის წინ, ბუნების დამცველმა ბიტკონ Cash-ის ფონდი დაარსა. ნაჯა ლერუქსის პირველი მიზანი იყო, რომ სპეციალური ტექნოლოგია შეეძინა, რათა მუშაობა შესძლებოდა.

“რატომ ბიკონი Cash-ი? ეს საზოგადოებაა, ის 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ეს ახალი თაობაა!… ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მქონოდა ტექნოლოგია, რათა შემძლებოდა მუშაობის გაგრძელება”,- დაწერა Twitter-ზე ნაჯა ლერუქსმა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ნამიბიამ ოფიციალურად აკრძალა კრიპტოვალუტის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის. ნამიბიის ცენტრალურმა ბანკმა არ დააკონკრეტა ჯარიმები მათთვის, ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, მაგრამ ადგილობრივი კომერციული საწარმოები გააფრთხილა, რომ მათ არ აქვთ უფლება გადახდის მეთოდად ციფრული ვალუტა გამოიყენონ.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, მხოლოდ ნამიბიური დოლარი და სამხრეთ აფრიკის ფულის ერთეული, რანდი არის ქვეყანაში ლეგალური ფული. თუმცა, ღიად არის დარჩენილი Blockchain ტექნოლოგიის საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის საქმიანობა ნამიბიაში ძალიან შეზღუდულია, ბანკის მთავარ შეშფოთებას ბირჟებზე კონტროლის არარსებობა და ფულის გათეთრების საკითხი იწვევს.

რაც შეეხება ბუნების დამცველ ნაჯა ლერუქსს, მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი მიზნის მისაღწევად და აფრიკული ველური ძაღლების პოპულაციის გადასარჩენად. ამ ეტაპზე ლერუქსის ფონდში დაახლოებით 1.580 დოლარი ირიცხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი