კომპანია Square-ის Cash აპლიკაციას ბიტკოინით გადახდის ფუნქცია ექნება

0
1695

კომპანია Square-ის Cash აპლიკაციას, ცოტა ხნის წინ, ბიტკოინით გადახდის ფუნქცია დაემატა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, აპლიკაცია ამერიკის მასშტაბით ყველა შტატში იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანიის განცხადების თანახმად, Cash აპლიკაციის მომხმარებლები ახლა უკვე შეძლებენ ტრანზაქციები ბიტკოინით განახორციელონ.

2018 წლის იანვრის თვეში Square-ის მეშვეობით ბიტკოინით ტრანზაქციების განხორციელება ნიუ-იორკის, ჯორჯიის, ჰავაისა და ვაიომონგის შტატებში ჯერ დაშვებული არ იყო.

Twitter-ის გენერალური დირექტორის, ჯეკ დორსის მიერ თანადაფინანსებით დაფუძნებული კომპანია Square-ი ცხრა წლის წინ დაარსდა. კომპანიამ, როდესაც ბიტკოინით დაიწყო ვაჭრობა გარკვეული ფინანსური დანაკარგი განიცადა. თუმცა, თავად ჯერ დორსი ამას უმნიშვნელო დანაკარგს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში, ჯერ დორსიმ განაცხადა, რომ საბოლოოდ, მსოფლიოს მალე ერთიანი ვალუტა იქნება და მას მიაჩნია, რომ ეს აუცილებლად ბიტკოინი იქნება.

რაც შეეხება ბიტკოინის ფასს: ამჟამად, კრიპტოვალუტის ღირებულება გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესებულია და 6.481 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი