Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინი ყველა ინვესტორს უნდა ჰქონდეს

0
723

Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ იუსკომ განაცხადა, რომ ბიტკოინი ყველა ინვესტორის საფულეში უნდა იყოს.

ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა CNBC-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა.

მარკ იუსკომ განაცხადა, რომ მისი აზრით, ბიტკოინში მომდევნო 10 წელიწადში ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება. აშკარაა, რომ Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

“ბიტკოინი არის დეცენტრალიზებული კრიპტო აქტივი. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ბიტკოინი ნამდვილად უნდა მოხვდეს ყველა ინვესტორის საფულეში”,-აღნიშნა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ იუსკომ.

მარკ იუსკოს მსგავსად ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტის მიმართ დადებითად არის განწყობილი Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი.

2019 წლის თებერვალში Bloomberg-თან ინტერვიუს დროს სტივ ვოზნიაკმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი საყოველთაო ეკონომიკური ღირებულება არის.

იმავე აზრს იზიარებენ ტყუპი ძმები უინკლევოსები. “კრიპტოვალუტა ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ადამიანთა შორის გარიგებებისათვის… მაგრამ როდესაც ერთი მექანიზმით შესაძლებელია მეორე მექანიზმზე სავაჭრო ოეპრაციების განხორციელბა-ეს არის ეკონომიკური ღირებულება”,- ეს განცხადება ტეილორ უინკლევოსმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ბიტკოინის ირგვლივ გამართული დისკუსიის შესახებ გააკეთა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი