კომპანია MicroStrategy Board-ი ბიტკოინს უპირველეს სარეზერვო ვალუტად აქცევს

0
541

MicroStrategy–მ Nasdaq–ს ბიტკოინის ყიდვის მონაცემებით გადაუსწრო. კომპანია ბიტკოინის ბიუჯეტს 250 მილიონ დოლარამდე ზრდის.

MicroStrategy-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის სამომავლო ზრდისათვის გადაწყვიტა, რომ სარეზერვო აქტივი ბიტკოინში შეესყიდა. ბიუჯეტი კი 250 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტამდე გაზარდა.

კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული აქტივი ხელს შეუწყობს მათი შესყიდვების გაფართოვებას, რომელიც კომპანიის ზრდას გულისხმობს. ამისთვის კი ბიტკონი საკმაოდ ხელსაყრელი ვალუტაა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კრიპტოვალუტა აკმაყობილებს იმ საბაზისო მოთხოვნებს, რაც სჭირდება ფინანასურ აქტივს.

პრესრელიზში, რომელიც თან ახლავს კომპანიის ბიტკოინის თავდაპირველ შეძენას, გენერალური დირექტორი მაიკლ ჯეი სეილორი აცხადებს:

”ეს ინვესტიცია ასახავს ჩვენს რწმენას, რომ ბიტკოინი, როგორც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ მიღებული კრიპტოვალუტა, არის საიმედო ღირებულება და მიმზიდველი ინვესტიციური აქტივი, რომელსაც აქვს უფრო გრძელვადიანი შეფასების პოტენციალი”.

უნდა აღინიშნოს რომ, ზოგიერთ უდიდეს ინსტიტუციურ ინვესტორს აქვს წილი კომპანიაში. ეს კი განსაზღვრავს, თუ რამდენად უფრო მისაღები გახდა ბიტკოინი “უოლ სტრიტზე” ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი