ბარი სილბერტი: “კრიპტო ზამთარი” დასრულდა

0
679

“კრიპტოვალუტის ზამთარი სავარაუდოდ დასრულდა”,- განაცხადა ამერიკული Blockchain ტექნოლოგიის კომპანიის ხელმძღვანელმა Bloomberg-თან საუბრის დროს.

ბარი სილბერტმა, კომპანია Digital Currency Group-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბიტკოინის ამჟამინდელ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

“პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობას არის ალბათ “ზამთრის” პერიოდიდან გამოსვლა და “გაზაფხულის” პერიოდში შესვლა”,- განაცხადა Digital Currency Group-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა

ბარი სილბერტისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ტონი ვეისს.

Wall Street-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ამჟამინდელი Blockchain ტექნოლოგიის მკვლევარი “კრიპტო ზამთრის” დასრულების შესახებ სკეპტიკურად არის განწყობილი.

ტონი ვეისი ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო გიგანტის JPMorgan-ის ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსიც არის. როგორც ამერიკულ მედიასთან საუბარში ანალიტიკოსმა აღნიშნა, სკეპტიკურად არის ყველა იმ მოსაზრების მიმართ განწყობილი, რომელიც ამტკიცებს რომ ციფრული ვალუტის ბაზარი აღარ შემცირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი