ბერმუდის კუნძულების მთავრობამ ICO-სთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა

    ბერმუდის კუნძულების მთავრობამ თავდაპირველი მონეტარული შეთავაზებისთვის (ICO-სთვის) მარეგულირებელი წესები დაამტკიცა. ICO-ს რეგულაცია კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მარეგულირებელი სტრუქტურის ქვეშ განიხილება.

    ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება Royal Gazette წერს.

    ეროვნული უშიშროების მინისტრის უეინ გეინსის განცხადებით, პირველად fintech კომპანია Uulala-ს ბერმუდის კუნძულების მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზია მიენიჭა და მუშაობის დაწყების უფლება მიეცა.

    “ბერმუდის კუნძულები ცნობილია როგორც ფინანსური ცენტრი და ის ორიენტირებულია fintech-სა და Blockchain-ზე. მათ მარეგულირებელ ორგანოს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია და ვფიქრობდით, რომ მარეგულირებელი ლიზენციას მოგვანიჭებდა და დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში დავიწყებდით მუშაობას”,- აღნიშნა fintech კომპანია Uulala-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

    შეგახსენებთ, რომ ივლისში ბერმუდის კუნძულების ფინანსთა მინისტრმა დევიდ ბარტმა ქვეყნის პარლამენტში ICO-ს შესახებ რეგულაციების სისტემა წარადგინა. როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, ბერმუდის კუნძულების მთავრობის მიერ შემოღებული ახალი მარეგულირებელი სისტემა ადგენდა თვალსაჩინო საზღვრებს Blockchain-სა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის და ამასთანავე, იცავდა არსებული და პოტენციური კლიენტების უფლებებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *