ბაჰრეინის მთავრობა Blockchain-ის განვითარებაზე მუშაობას იწყებს

0
490

ბაჰრეინის მთავრობის წარმომადგენლებმა ინდოეთში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები მოიწვია fintech და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ სასაუბროდ. ბაჰრეინის მიზანია რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება.

ამის შესახებ ინფორმაციას The Economic Times-ი ავრცელებს.

ბაჰრეინის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთში დაფუძნებულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ ქვეყანაში Blockchain პროექტები განახორციელონ.

გავრცელებული ინფორმაციით, Blockchain ტექნოლოგია უნდა დაინერგოს საბანკო და სავაჭრო სფეროში.

ბაჰრეინის ეკონომიკური განვითარების საბჭოს უფროსმა მენეჯერმა ფალაი ბაჰეჯიმ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ინდურ fintech კომპანიასთან გასული წელსაც ჰქონდა საუბარი. თანამშრომლობის ფარგლებში საბჭომ კი ასევე ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ერთ-ერთ კომპანიასთან.

“ბაჰრეინის ცენტრალური ბანკი სწორ პოზიციაზე იმყოფება. ის ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვასა და განვითარებას. ჩვენ ვნახეთ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებული ახალი რეგულაციები, რომლებიც მაქსიმალურად გამჭვირვალეა”,- განაცხადა ბაჰრეინის ეკონომიკური განვითარების საბჭოს უფროსმა მენეჯერმა, ფალაი ბაჰეჯიმ.

შეგახსენებთ, რომ ბაჰრეინის ცენტრალური ბანკის ახალი რეგულაციის სისტემა გარდა ლიცენზიისა, რისკების მართვას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი