Rain-ი ახლო აღმოსავლეთში პირველი ლიცენზირებული ბირჟა გახდა

0
1042

ბაჰრეინში დაფუძნებული კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა Rain-ი ახლო აღმოსავლეთში პირველი ბირჟა გახდა, რომელმაც მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ Rain-მა ლიცენზია ბაჰრეინის ცენტრალური ბანკისგან მიიღო.

”ამ ლიცენზიით, Rain-ი გახდა ციფრული ვალუტის პირველი ბირჟა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც სრულად ლიცენზირებულია მარეგულირებლის მიერ. ამ ლიცენზიით ბირჟა შეუერთდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პლატფორმებს”,- ნათქვამია Rain-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2019 წლის თებერვალში ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის შესახებ ახალი მარეგულირებელი წესები გამოაქვეყნა.

ახალი რეგულაციის სისტემა გარდა ლიცენზიისა, რისკების მართვას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ითვალისწინებდა.

გარდა ამ ყველაფრისა, მარეგულირებელი წესები ინვესტორთა ინტერესებზეც იყო ორიენტირებული. ბაჰრეინის მარეგულირებლის თქმით, ინვესტორების დაცვა პრიორიტეტული საკითხია.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური ბანკის რეგულაციებში ხაზგასმულად მოიაზრება უსაფრთხო ვაჭრობის სისტემის არსებობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი