აშშ-ს კოლორადოს თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მისაცემად Blockchain-ს გამოიყენებენ

0
416

აშშ-ს კოლორადოს შტატის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მისაცემად Blockchain ტექნოლოგია იქნება გამოყენებული. ეს იქნება სმარტფონისთვის შექმნილი აპლიკაცია, რომელიც თავის მხრივ, დაფუძნებული იქნება Blockchain ტექნოლოგიაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კოლორადოს შტატი დანერგავს მობილური კენჭისყრის პლატფორმას, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი სამხედროები აქტიურად გამოიყენებენ.

“ამომრჩევლები შეძლებენ მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ელექტრონული ხმის მიცემის საფუძველზე. კენჭის ყრის დროს ბიულეტენი ელექტრონულად დამოწმდება და შემდეგ მოქალაქე შეძლებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემას. ეს არის აპლიკაცია, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული”,- წერს ერთ-ერთი ამერიკული მედია საშუალება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეა საარჩევნო სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავდა.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ Blockchain ტექნოლოგია ამომრჩეველთა ავტორიზაციას ავტომატურ რეჟიმში მოახდენდა და არჩევნებიც უფრო გამჭვირვალედ, მაგრამ, ამასთანვე, უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტების დაცვით წარიმართებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი