აშშ-ში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ფარმაცევტულ სფეროში იწყებენ

0
488

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება ფარმაცევტულ მრეწველობაში იგეგმება. ამ ეტაპზე საპილოტე პროგრამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

საპილოტო პროექტის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიების დახმარებით ინოვაციური ინდუსტრიული მოთამაშეების განვითარებას.

პროგრამა ასევე მუშაობს მედიკამენტების მიმართულებითაც, რათა თავიდან იქნეს აცილებული უხარისხო წამლებით ვირტუალური ვაჭრობა.

“ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ ახალი გზების მოძიებასა და მიკვლევადობის გაუმჯობესებაში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხდება იმავე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ მედიკამენტების მომარაგების ჯაჭვის უსაფრთხოება. ასეთ დროს კი საჭიროა Blockchain-ის გამოყენება”,- განაცხადა ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ Blockchain ტექნოლოგია სამედიცინო სფეროში აქტიურად ინერგება. ჯერ კიდევ სექტემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყეს, რათა მეტად ყოფილიყო დაცული სამედიცინო ჩანაწერები.

ამასთანავე, ცნობილია, რომ “ჯანდაცვის Blockchain პლატფორმა” განვითარდა მთავრობის მიერ სამედიცინო სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა პაციენტებმა რეფერალური სერვისების მიღება უფრო უკეთესი ხარსისხით შეძლონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი