აშშ-ს სენატში ციფრული დოლარის შექმნა განიხილება

0
764

წინა კვირას აშშ-ს სენატში ციფრული ვალუტის შესახებ მოსმენა გაიმართა.

რესპუბლიკელი სენატორი არკანზასიდან, ტომ კოტონი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა. მან მედიასა და ფედერალური სარეზერვო საბჭოს მმართველთა საბჭოს კანდიდატს, ჯუდი შელტონს მიმართა:

”ჩვენ გვჭირდება ციფრული ვალუტა იმისთვის, რომ დაგვეხმაროს დოლარის პრიორიტეტის შენარჩუნებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით”.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დოლარის დაცვა, როგორც სარეზერვო ვალუტის, და ზოგადად რას გულისხმობს ციფრული დოლარის კონცეფცია, ჯუდი შელტონმა განაცხადა:

”მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია და ვეთანხმები შეფასებას: ვფიქრობ, რომ ჩვენ იძულებული ვართ ვიფიქროთ ამ საკითხზე.”

შეგახსენებთ, რომ ციფრული ვალუტის რეგულირების შესახებ სენატმა ზაფხულშიც იმსჯელა. აიდაჰოს სენატორმა მაიკლ კრეპომ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა და Blockchain-ის ტექნოლოგია გარდაუვალი მოვლენებია. მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მათგანი ამერიკის მოქალაქეებისთვის შესაძლოა, სარგებლის მომტანი იყო.

”მსურს, აშშ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მოწინავეთა რიგებში იყოს. უნდა აღნიშნოს, რომ ორივე ტექნოლოგიას აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი და წარმოუდგენელი რისკიც”,- განაცხადა მაიკლ კრეპომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი