აშშ ჩინეთის ციფრულ ვალუტას არცთუ პოზიტიურად აფასებს

0
636

სენატი ტექნიკურ ინოვაციას, მათ შორის ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას არცთუ პოზიტიურად აფასებს.

22 ივლისს, ინოვაციის როლის ზრდის შესახებ სენატის საბანკო კომიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის ქვეკომიტეტმა მოსმენა ჩაატარა.

მოსმენა იუსტიციის დეპარტამენტის საბრალდებო დასკვნასთან დაკავშირებით გაიმართა. მოსმენაზე საუბარი იყო იმ შემთხვევაზე, როდესაც ჰაკრების ჯგუფი ჩინეთის სასარგებლოდ აშშ-ს კომპანიების სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში იყო ეჭვმიტანილი.

ჯეი კრისტოფერ ჯანკარლომ განაცხადა, რომ აშშ-ს ინფრასტრუქტურა არცთუ კარგად გამოიყურება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი ციფრული იუანით აშშ დოლარის კონკურენციას ისახავს მიზნად და არა, ბიტკოინის.

Sino Global Capital–ის აღმასრულებელი დირექტორი, მეთიუ გრეჰემი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბევრი არაფერი არ არის ცნობილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის შესახებ. თუმცა ის კი ნათელია, რომ ჩინეთი ციფრულ ვალუტას, როგორც შესაძლებლობას ისე განიხილავს.

ცენტრალური ბანკის სოციალური საბჭოს ფონდის ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, ვანგ ზონგმაინმა მედიასთან ციფრული ვალუტის შესახებ ისაუბრა.

ვანგ ზონგმაინის თქმით, ასეთი სისტემა ციფრულ სავალუტო სივრცეში ჯანსაღი კონკურენციისა და თანამშრომლობისთვის აუცილებელ გარემოს შექმნის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი