გერი გენსლერი კრიპტო სექტორის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი

0
521

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ, გერი გენსლერმა კრიპტოვალუტა პოკერის სათამაშო ჩიპებს შეადარა.

მედიასთან ინტერვიუს დროს გერი გენსლერმა აღნიშნა, რომ კრიპტო სივრცის პროექტების უმეტესობა ეხება ფასიან ქაღალდებს, რომლებიც მარეგულირებელი უფლებამოსილების ქვეშაა, ხოლო სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია, უფრო შესაფერისია სხვებისთვის.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ ორივე უწყების უფლებამოსილება აღწერა როგორც, საკმაოდ ძლიერი, მაგრამ აღნიშნა, რომ იყო ხარვეზებიც.

გენსლერმა მიანიშნა, რომ ორივე უწყება კონგრესის დახმარებით სტაბილკოინის რეგულირებისა და აღსრულების თვალსაზრისით ისარგებლებს.

თუმცა, თავმჯდომარის თქმით, ამჟამად, მოქმედი კანონები ერთი შეხედვით ფართოა, როდესაც საქმე ეხება კრიპტოვალუტის მსგავსი თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტის მართვას.

”მე ნამდვილად მეშინია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეებს, მაგრამ პრობლემა იქნება. პრობლემა იქნება დაკრედიტებისა და სავაჭრო პლატფორმებზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ეს მოხდება, მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი დაზარალდება”,- აღნიშნა გერი გენსლერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი