სენატორი მარეგულირებელსა და ფინანსთა მინისტრს კრიპტოვალუტის სექტორის რეგულაციისკენ მოუწოდებს

0
748

სენატორმა ელიზაბეტ უორენმა, დემოკრატმა მასაჩუსეტსიდან, მოუწოდა შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს, ჯანეტ იელენს და სხვა მარეგულირებლებს, შეიმუშაონ კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული რისკების გადასაჭრელად ყოვლისმომცველი და კოორდინირებული სისტემა.

იელენისადმი გაგზავნილ წერილში დემოკრატმა სენატორმა აღნიშნა, რომ ფინანსური სტაბილურობის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც FSOC, სწრაფად უნდა იმოქმედოს, რომ გამოიყენოს თავისი ნორმატიული უფლებამოსილება კრიპტოვალუტის რისკების გადასაჭრელად და დაარეგულიროს ბაზარი, რათა უზრუნველყოს მომხმარებლების უსაფრთხოება და სტაბილურობა ფინანსურ სისტემაში.

“იმის გამო, რომ კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა იზრდება და ეს აქტივები ჩვენს ფინანსურ სისტემაში უფრო მეტად გვხვდება, მომხმარებლები, გარემო და ჩვენი ფინანსური სისტემა მზარდი საფრთხეების ქვეშ იმყოფებიან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

უორენის აზრით, დაურეგულირებელი კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ჰეჯ-ფონდების და ბანკებისათვის. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება კიბერშეტევებში კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ და სტაბილური მონეტების საფრთხესაც გაუსვა ხაზი.

შეერთებული შტატების სენატის ფარგლებში, უორენი გამოჩნდა, როგორც კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე. ივნისში მან სენატის საბანკო კომიტეტს მოუწოდა განიხილოს უფრო მკაცრი რეგულაციების შემუშავება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი