ამერიკელი ანალიტიკოსები ციფრული სექტორის გააქტიურებას პროგნოზირებენ

0
1568

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაღდი ფულის გამოყენებამ აზრი დაკარგა. ციფრული გადახდები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ მოსაზრების გამყარებას ხელი შეუწყო პანდემიამაც.

პანდემიამ შეცვალა ტრადიციული ვაჭრობის ხერხები. ზოგიერთი ექსპერტი, ცოტა ხნის წინ, ამტკიცებდა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრულმა ვალუტებმა შეიძლება გადაჭრას პრობლემები გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ექსპერტები გადახდის ტექნიკურ, ციფრულ პრატფორმებზე გადასვლას გულისხმობენ.

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მკვლევარმა, მაიკლ ლიმ და კალიფორნიის უნივერსიტეტის სანტა ბარბარას უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა, როდ გრატმა მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნეს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ტექნიკური კომპანიების მიერ მომხმარებელთა მონაცემების შემაშფოთებელი გამოყენება ხდება. თუმცა იქვე კომპანიების სარგებელზეც საუბრობენ:

“ციფრული გადასახადების გამოყენებით ტრანზაქციები საშუალებას აძლევს კომპანიებს, აიღონ მომხმარებელთა პირადი მონაცემები; ფულადი მონაცემები არ ნაწილდება ფირმებს შორის. მონაცემების ექსკლუზიური წვდომის საშუალებით, საკუთარი მომხმარებლებისგან, კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ინფორმაცია კონკურენტული უპირატესობის მისაღებად”,-ნათქვამია ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი