ჯეი კლეიტონი აშშ-ს მარეგულირებლის თავმჯდომარის თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს

0
681

ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის თავმჯდომარე, ჯეი კლეიტონი, რომელიც რომელიც 2017 წლიდან იკავებს ხსენებულ თანამდებობას და ასევე მის პასუხისმგებლობაშია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, თანამდებობის დატოვებას 2021 წლის ბოლოსათვის აპირებს.

მედია წერს, რომ ჯეი კლეიტონის მიერ დაკავებული ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი თანამდებობა იყო და მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კრიპტოვალუტის ბაზარზე აქტიურ შემოსვლას.

ჯეი კლეიტონი რეგულაციის საკითხში მაქსიმალურად ცდილობდა მკაცრი ზომების თავიდან აცილებასა და ხელს უწყობდა კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომობას.

კლეიტონი ასევე აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო დებატებში, რომელიც შეეხებოდა კრიპტოვალუტის არსებობას და აშშ-ში მის სამოძრაო არეალს.

ჯეი კლეიტონის მმართველობის პერიოდში ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ, როგორც ცნობილია, მიიღო 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფულადი შეკვეთა, მათ შორის რეკორდული 4,68 მილიარდი დოლარი მხოლოდ ფისკალური წლისთვის.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელმა დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი დაუბრუნა ციფრულ სექტორში არსებული თაღლითობებითა და კოლაფსებით დაზარალებულ ინვესტორებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი