არიზონას შტატის გუბერნატორმა Blockchain-ის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

0
698

არიზონას შტატს შეუძლია Blockchain ტექნოლოგიით სარგებლობა შტატის გუბერნატორის კანონპროექტზე ხელმოწერის შემდეგ.

კანონპროექტი პირველად წარადგინა ჯეფ ვენინგერმა, რათა ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები შეეტანა. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს მონაცემების ციფრული ტექნოლოგიებში შენახვას.

გუბერნატორმა დოგ დუსიმ ღონისძიებას ხელი 3 აპრილს მოაწერა.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულებები არსებობს. თუკი, სენატმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი წარმომადგენელთა პალატაში თავის შეიკავეს ან კანონპროექტის მიღებას არ დაეთანხმნენ.

კანონპროექტის იდეა მას შემდეგ გაცხადდა, როდესაც არიზონამ სცნო ხელმოწერის ჩაწერა Blockchain ტექნოლოგიასა და “ჭკვიან კონტრაქტებზე”, რომლებიც განიხილებოდა ლეგალური დოკუმენტაციის კონტექსტში.

კანონი აღიარებს ელექტრონული ხელმოწერების სისტემას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია ხელი მოაწეროს ჩანაწერებს ან კონტრაქტებს Blockchain-ზე.

ამერიკაში სულ უფრო და უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება Blockchain ტექნოლოგია.

შეგახსნებთ, რომ 2017 წელს დელავერის შტატის კანონმდებლებმა შეიმუშავეს ზომები, რისი წყალობითაც აშშ პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც სავაჭრო აქციების სამართლებრივი საფუძველი Blockchain-ზე შექმნა.

შარშან, ნიუ-იორკში კანონმდებლებმა წარადგინა ოთხი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს Blockchain ტექნოლოგიის შეფასებას, რათა შემდგომში მონაცემების შესანახად Blockchain-ი იყოს გამოყენებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი