არგენტინის Blockchain სისტემა ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა

0
643

კოროვირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური საგანგებო სიტუაციის ფონზე, არგენტინის მთავრობამ ორი დღის წინ დაადასტურა, რომ მთავრობის ოფიციალური გაზეთის ვებსაიტი დაბლოკეს.

საიტი Blockchain ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული. საიტის მუშაობის დროებით შეჩერების მიზეზი ჰაკერების თავდასხმა არის. ჰაკერებმა კორონავირუსის შესახებ ვებ-გვერდზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ჰაკერები ვებსაიტის სისტემაში ვერ შევიდნენ, თუმცა იპოვნეს “დაუცველი არე”, რომლის საშუალებითაც ყალბი ახალი ამბები გაავრცელეს.

უსაფრთხოების დარღვევისა და შემდგომი მაღალი რისკის გამო, Boletin Oficial ვებსაიტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ შარშან არგენტინაში NEM-ის ფონდმა ადგილობრივ ჟურნალისტთა პროფკავშირთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერა. შეთანხმების მიზანი საავტორო უფლებების დაცვის კუთხით Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა იყო.

პროფკავშირი იმედოვნებდა, რომ Blockchain-ს შეეძლო გადაეწყვიტა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

Blockchain-ი ჟურნალისტიკაში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, 2018 წელს “ფორბსმა” Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმასთან პარტნიორობას ხელი მოაწერა. შედეგად, “ფორბსის” ინტელექტუალური საკუთრება Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ქსელში არის დაცული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი