არგენტინის საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი კრიპტო ინდუსტრიის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი

0
659

არგენტინის საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა, სერხიო პალაზომ ციფრული ვალუტების შესახებ განცხადება გააკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ მან თავის სიტყვაში კრიპტოვალუტის ინდუსტრია გააკრიტიკა.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ინდუსტრიაში ახალი მოთამაშეების გაჩენა, რომელთაც არანაირი მარეგულირებელი სტრუქტურა არ არეგულირებს ერთგვარი უსამართლობის შეგრძნებას აჩენს ბაზრის ტრადიციული მონაწილეების მიმართ.

”რეგულაციების არარსებობა გულისხმობს ფულის გათეთრებაზე კონტროლის არარსებობას და წარმოშობს კიბერდაუცველობის საფრთხეს. ციფრული ვალუტის სისტემები საფრთხეს წარმოადგენს იმიტომ, რომ გაცემულ კრიპტოვალუტების სქემაში სახელმწიფო ვერ ერევა”,- აღნიშნა არგენტინის საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს არგენტინულმა ბანკმა, Banco Masventas-მ Bitex-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. პატნიორობა მიზნად ისახვდა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში ბიტკოინის გამოყენებას.

Bitex-ი წარმოადგენს Blockchain-ზე დაფუძნებულ ფინანსური მომსახურების პროვაიდერს, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ოპერირებს.

ასევე კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი ქვეყნის პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავდა.

“ჩვენ ვსაუბრობთ ბიტკოინზე და პესოს დევალვაციაზე. პრეზიდენტს შევთავაზე ფსონი: თუ პესო უფრო მეტი ეღირებოდა ბიტკოინზე, მე გავაორმაგებდი ჩემს ინვესტიციას, მაგრამ თუ ბიტკოინმა უფრო მაღალი მაჩვენებელი მოიპოვა პესოზე მაშინ ბიტკოინის სტატუსი უნდა იყოს ეროვნული ვალუტის ტოლფასი”,- აღნიშნავდა ტიმ დრეიპერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი