არაბთა გაერთიანებულმა საამირომ ჯანდაცვის სფეროსთვის Blockchain პლატფორმა შექმნა

0
582

არაბთა გაერთიანებულ საამიროების ჯანმრთელობისა და პრევენციის სამინისტრომ საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტროთან, დუბაის ჯანდაცვის ქალაქთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად Blockchain-ზე დაფუძნებული ჯანმრთელობის მონაცემთა შენახვის პლატფორმა შექმნა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესებას. პლატფორმა მომხმარებლებს სამედიცინო დაწესებულებებისა და ლიცენზირებული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაშიც დაეხმარება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის, დოქტორ ლუბნა ალ შაალის თქმით, მონაცემთა შენახვის ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს შეუცვლელი, დეცენტრალიზებული და დაშიფრული მონაცემთა ბაზის დაცვასა და მონაცემთა გადამოწმებას.

ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის სამინისტრო Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავდა.

“სამინისტრომ წარმატებით შეიმუშავა საჭირო ინფრასტრუქტურა Blockchain-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზისთვის. პირველ ეტაპზე ჩვენ დავუკავშირდებით საზოგადოებრივ და კერძო სამედიცინო დაწესებულებებს, რათა შეიქმნას ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის”, -განაცხადა პროექტის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი