ავსტრალია: Blockchain-ი უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო საშუალებაა

0
533

ავსტრალიელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Blockchain ტექნოლოგია ქვეყნის ბიზნესისა და მთავრობის დაცვისთვის საუკეთესო საშუალებაა.

კიბერუსაფრთხოებისა და Blockchain ექსპერტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განაცხადეს, რომ ტექნოლოგია არის პირდაპირი რეაგირება კიბერ შეტევების ზრდაზე, რომლებიც მიზნად ისახავს მონაცემთა მანიპულირების გზით სისტემების მთლიანობის დარღვევას.

უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain Australia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

დანიშვნიდან მალევე ახალმა ხელმძღვანელმა, სტივ ველესმა განაცხადა, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს Blockchain ტექნოლოგიის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ნდობის მოპოვებაზე.

ამასთანავე, ახალი დირექტორი სახელისუფლებო წრეებთანაც ითანამშრომლებს, რათა ქვეყნის მთავრობამ სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიის ადაპტირების საკითხებზე იმსჯელოს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის მთავრობამ 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული უკვე შექმნა. პროექტი სოფლის მეურნეობაში დაინერგა და შაქრის მიწოდების სისტემას ქმნის.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, Blockchain-ზე დაფუძნებული შაქრის მიწოდების სისტემა არის შაქრის ინდუსტრიის მდგრადობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი