ავსტრალიელი ინვესტორები უპირატესობას ციფრულ ვალუტას ანიჭებენ

0
527

ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის დროსაც 2000-ზე მეტი ინვესტორი იქნა გამოკითხული, დაადგინა, რომ ისინი ამჟამად უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ კრიპტოვალუტაში, ვიდრე ოქროსა ან ვერცხლში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიდიდის სხვაობა არცთუ ისე მნიშვნელოვანია, ინვესტორების უმრავლესობა კრიპტოვალუტას მიმზიდველ საინვესტიციო პროდუქტად მიიჩნევს. თუმცა ერთხმად აცხადებენ, რომ მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი საბოლოო მიღებამდე.

გამოკითხვამ, რომელიც BTC Markets–მა თებერვლის თვეში ჩაატარა, აჩვენა, რომ ინვესტორების 12,6% ფლობს ბიტკოინს ან სხვა კრიპტოვალუტებს, ხოლო 12,1% ძვირფას ლითონებს.

ამასთან, ინვესტორებისთვის საფონდო ბირჟა ბევრად სასურველი ვარიანტია მათი საქმიანობისათვის. გამოკითხულთაგან ამ უკანასკნელს 63,6% მიმართავს, ხოლო ციფრული ვალუტის ბირჟაზე ვაჭრობით 28,8%-ია დაკავებული. უძრავი ქონება ასევე პოპულარული საინვესტიციო საშუალებაა და მას ინვესტორების 25.8%-მა მიმართა, ხოლო 18.8% ამბობს, რომ ინვესტიცია საკოლექციო ნივთებში განახორციელა.

ავსტრალიელი კრიპტო ინვესტორები ციფრული ვალუტის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილები. ინვესტორების 83.2% ბიტკოინს ფლობს, ხოლო 42% – ეთერიუმს, შემდეგ მოდის რიპლი 28.5%-ით, ლაიტკოინი 18%-ით და ბიტკოინ cash-ი 12%-ით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი